ახალი საჩოგბურთო წყვილი შეიქმნა

AutoSharing Option
ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ცნობილ ამერიკელ ფოტომოდელთან და მომღერალთან ნიკოლ შერცინგერთან გააბა რომანი, - წერს ინგლისური გაზეთი The Sun.

წყაროს ცნობით, 24 წლის ჩოგბურთელი და მისი 37 წლის შეყვარებული ცდილობენ არ გაახმაურონ თავიანთი ურთიერთობა, ამიტომაც ერიდებიან სხვადასხვა საღამოზე ერთად გამოჩენას.

დიმიტროვი 2012-15 წლებში რუს მარია შარაპოვას ხვდებოდა, შერცინგერს კი რვა წლის განმავლობაში ჰქონდა რომანი ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან ლუის ჰემილტონთან. ეს წყვილი 2015 წლის თებერვალში დაიშალა.

* * *
ასევე ბრიტანული პრესის ცნობით, ამ დღეებში ერთი საჩოგბურთო წყვილიც შედგა: ავსტრალიელი
ნიკ კირგიოსი აილა ტომლიანოვოჩს დაუახლოვდა.

ახალგაზრდები ერთად ატარებენ დროს ბრისბენში. 22 წლის ზაგრებელი ტომლიანოიჩი პროფესიულ ტურში ავსტრალიის სახელით გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული