საჩოგბურთო არდადეგები: ბუშარის ზაფხული ზამთარში

AutoSharing Option
ჩოგბურთელები დამსახურებულ არდადეგებზე იმყოფებიან და თან ახალი სეზონისთვის მზადებას არ ივიწყებენ. სამ კვირაში მათ ისევ მოუწევთ კორტზე გასვლა და უკვე აქედანვე ცდილობენ სპორტული ფორმის აკრეფას.

2015 წელი ჩაუვარდა კანადელ ეჟენი ბუშარს, რომელმაც ძალიან ცუდად ჩაატარა სეზონის პირველი ნახევარი, შემდეგ თითქოს მოუმატა თამაშს ამერიკული ტურნირების სერიისას, მაგრამ აშშ-ის ღიაზე დასანანი ტრავმა მიიღო და ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა კორტზე. ამჟამად, ბუშარი 49-ე ადგილამდეა ჩამოქვეითებული WTA-ის რეიტინგში.

როგორც ის აცხადებს, 2016 წელს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას გეგმავს და აქტიურად ვარჯიშობს, თუმცა არც ეკზოტიკურ ადგილებში
მოგზაურობა და იქ გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება ავიწყდება...

* * *
ჩეხმა ჩოგბურთელმა პეტრა კვიტოვამ, რომელიც მეექვსე ადგილზეა მსოფლიოს რეიტინგში, სპორტის ახალ სახეობაში სცადა ბედი.

"დღეს არატრადიციული ვარჯიში მქონდა - კაიაკინგით ვიყავი დაკავებული", - დაწერა პეტრამ საკუთარ "ფეისბუკზე".

ისევე როგორც ბუშარი, პეტრაც 2016 წლის სეზონს ჩინეთის შენჟენის ტურნირით დაიწყებთ, სადაც მათ გარდა თამაშს აპირებს პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული