ენდი მარეი, BBC-ის ვერსიით, ბრიტანეთის წლის სპორტულ პერსონად დასახელდა

AutoSharing Option
ჩოგბურთელი ენდი მარეი ბრიტანეთის წლის სპორტულ პერსონად დასახელდა, BBC-ის ვერსიით.

2015 წელს, 28 წლის ჩოგბურთელმა მოიგო ტურნირები მიუნხენში, მადრიდში, ლონდონსა და მონრეალში. ასევე, მარეიმ გაიმარჯვა დევისის თასზე ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა მორაგბე კევინ სინფილდმა, მესამეზე გავიდა მძლეოსანი ჯესიკა ენისი.

აღვნიშნავთ, რომ მარეი უკვე იყო წლის პერსონა 2013 წელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან ცუდადაა ბრიტანეთში სპორტის საქმე - ეს რო საუკეთესო იქნება... ერთი ნორმალური (ძალიან ბევრი რო გვინახავს მასზე ბევრად უკეთესი)ჩოგბურთელია და არაფრით გამორჩეული სპორტსმენი.
levan
17:29 22-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული