სიოდერლინგი ჩოგბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
შვედმა ჩოგბურთელმა, როლან გაროსის ყოფილმა ფინალისტმა რობინ სიოდერლინგმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 31 წლის სკანდინავიელს 2011 წლის შემდეგ არ უთამაშია მონონუკლეოზის გამო.

"2011 წელს, ბასტადის ტურნირამდე რამდენიმე კვირით ადრე შევიტყვე, რომ მონონუკლეოზით ვიყავი ავად. სამწუხაროდ, ვერ გავაცნობირე სიტუაციის სერიოზულობა და ვარჯიშები გავაგრძელე. შედეგად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა, რომლის მოგვარება ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელი. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ხანგრძლივი დასვენება მჭირდებოდა.

გასულ წელს, სიტუაცია თანდათან გამოსწორდა, რის შემდეგაც დატვირთვები გავზარდე, მაგრამ ძველებურად რთული იყო ვარჯიშების შემდეგ აღდგენა. მჯეროდა, რომ შევძლებდი პროფესიულ
ტურში დაბრუნებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი - ძველ დონეს ვეღარ მივაღწევდი. ამიტომაც გადავწყვიტე კარიერის დასრულება", - განაცხადა სიოდერლინგმა.

რობინი პირველი ჩოგბურთელია, ვინც როლან გაროსზე ესპანელი რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო - ეს 2009 წელს, ნახევარფინალში მოხდა. სულ მან ორჯერ ითამაშა საფრანგეთის ღიას ფინალში და ორივეჯერ წააგო - როჯერ ფედერერთან და ნადალთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული