წყვილთა თანრიგში მამაკაცებს შორის საუკეთესოები გახდნენ - ჰოლანდიელი ჟან-ჟულიენ როჟე და რუმინელი ჰორია ტეცეუ, ქალებში - შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი და ინდოელი სანია მირზა. საუკეთესო იუნიორებად გამოცხადდნენ ამერიკელი ტეილორ ფრიტცი და უნგრელი დალმა გალფი.
მამაკაცთა პირველმა ნომერმა ჯოკოვიჩმა 2015 წელს 11 ტურნირი მოიგო, მათ შორის, "დიდი სლემის" სამი ჩემპიონატი
სერენამ სლემი დაგეგმა
ამასობაში, სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ შეეცდება მომავალ სეზონში "დიდი სლემის" მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა 2015 წელს "დიდი სლემის" სამი ტურნირი მოიგო, მაგრამ ამერიკის ღია პირველობაზე ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა ბრძოლა.
"რა თქმა უნდა, "დიდი სლემის" მოპოვება - ჩემი მიზანი იქნება 2016 წელს, რადგან ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია, - მოჰყავს უილიამსის სიტყვები სააგენტო AP-ს. - ვნახოთ, რა გამოვა ამისგან, არ მინდა საკუთარ თავზე ზეწოლა მქონდეს. აუცილებელია კარგად შევიდე სეზონში, მოვიგო ავსტრალიის ღია და როლან გაროსი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"