ნახევარფინალში ნადალმა სამ სეტში მოუგო თანამემამულე დავიდ ფერერს - 6:3, 6:7, 6:3, ფინალის მეორე საგზური კი კანადელმა მილოშ რაინოჩმა მოიპოვა, როცა ორ სეტში სძლია შვეიცარიელ სტენ ვავრინკას - 7:5, 7:5.
ფინალი შაბათს გაიმართა და ის ნადალმა ორ სეტში მოიგო -
* * *
ამასობაში, გამოცხადდა, რომ რაონიჩის ახალი მწვრთნელი გახდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ესპანელი კარლოს მოია. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კანადელთან ხორვატი ივან ლუბიჩიჩი თანამშრომლობდა, რომელიც 2016 წელს როჯერ ფედერერთან იმუშავებს.
"ახალი წლის შესანიშნავი დასაწყისი. მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კარლოს მოია ჩვენს გუნდს მელბურნში შეუერთდება. ის დიადი ჩემპიონი და ბრწყინვალე პიროვნებაა. ვფიქრობ, კარლოსი კარგი მწვრთნელი იქნება და დამეხმარება ოცნებების ასრულებაში", - დაწერა სოციალურ ქსელში რაონიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"