საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის წლის პირველ ტურნირში, ავსტრალიის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში ითამაშებს.
თავიდან ჩვენებურს საკვალიფიკაციო ბადეში უნდა ეთამაშა, მაგრამ ტომი ჰაასი დაიმტვრა და მისი ადგილი ბასილაშვილმა დაიკავა - ამის შესახებ ავსტრალიის ღია პირველობის "ტვიტერის" გვერდი იტყობინება.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადე 15 იანვარს გამოქვეყნდება, მატჩები კი 18 იანვარს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 104-ე ჩოგანია.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ის პირველად იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზის უდიდესი მიღწევა შარშანდელი უიმბლდონის მესამე წრეში გასვლაა.
16:02 08-01-2016
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული