უკვე გაიმართა წილისყრა. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად.
ისრაელში საქართველოს ნაკრების მეტოქეები, სავარაუდოდ, ასეთი შემადგენლობებით იასპარეზებენ: დიდი ბრიტანეთი: იოჰანა კონტა, ჰიზერ უოტსონი, ენ
დანარჩენი 11 ნაკრები ჯგუფებში ასე გადანაწილდა:
A ჯგუფი: შვედეთი, პორტუგალია, უკრაინა.
C ჯგუფი: ხორვატია, ესტონეთი, ისრაელი, თურქეთი,
D ჯგუფი: უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი, ლატვია.
ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, პირველ ნახევარფინალში A და C ჯგუფების, ხოლო მეორეში B და D ჯგუფების საუკეთესოები შეხვდებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში იასპარეზებენ.
საქართველოს ქალთა ნაკრების სამი წევრი ამჟამად უცხოურ ტურნირებში მონაწილეობს. ოქსანა კალაშნიკოვა ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან ერთად სიდნეის (ავსტრალია) პრესტიჟულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 753.000 დოლარი) ჩაება, მაგრამ მე-3 ნომრად განთესილ ფრანგებთან (კაროლინ გარსია-კრისტინა მლადენოვიჩი) პირველსავე წრეში დამარცხდა - 3:6, 7:6 (7:3), 6:10.
ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია ანტალიაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) იმყოფებიან.
გუშინ მე-4 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ სტარტზევე რუმინელ ქრისტინა ადამესკუსთან წააგო - 3:6, 7:6, 5:7. გორგოძეს განთესვით მეორე ნომერი აქვს. ჩვენებურს დღეს მეტოქეობას გაუწევს ივანა ჰორვატი (ავსტრია). წარმატების შემთხვევაში ხორვატ მარიანა დრაჟიჩს შეხვდება. ამ უკანასკნელმა უნგრელ აგნეს ბუკტას აჯობა - 6:2, 7:6.
* * *
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 117-ე) ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ ემზადება. შეჯიბრება მელბურნში 18-31 იანვარს გაიმართება. ამ ტურნირამდე ბასილაშვილმა კანბერას ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 75.000 დოლარი) მოსინჯა ძალები. სტარტზე მასპინძელ ენდრიუ უიტინგტონს (592-ე) შეხვდა და, ფავორიტობის მიუხედავად, 5:7, 7:6 (7:1), 2:6 დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"