ავსტრალიის ღია პირველობა: ახალი რეკორდი ქალებში: 31 ეისი!

AutoSharing Option
ნამდვილი თრილერი მოაწყვეს გუშინ პუერტორიკოელმა მონიკა პუიგმა და ჩეხმა კრისტინა პლიშკოვამ.

მონიკამ მეორე სეტში სამმაგი მატჩბოლის მოგერიება მოახერხა და მოიგო ეს დაძაბული მატჩი. მთავარი ის არის, რომ შეხვედრა ისტორიაში შევიდა. პლიშკოვამ ახალი რეკორდი დაამყარა ქალთა ჩოგბურთში ერთ მატჩში შესრულებული ეისების რაოდენობით. კრისტინამ 31 ეისი ჩააწოდა!

წინა რეკორდი გერმანელ საბინ ლისიცკის ეკუთვნოდა, რომელმაც 2015 წელს, ბელინდა ბენჩიჩთან ორსეტიან მატჩში 27 ეისი ჩააწოდა.

პროფესიული ტური ასაკს იკლებს
გუშინ, ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო. გაირკვა პირველი 16 მეთექვსმეტედფინალისტი ქალთა და მამაკაცთა ბადეში.
საინტერესოა, რომ ქალებს შორის, ამ 16 ჩოგბურთელიდან ათი 22 წელზე დაბალი ასაკისაა. აქედან სამი - რუსები დარია კასატკინა და ელიზავეტა კულიჩკოვა, აგრეთვე შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი ჯერ 20 წლისანიც არ არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული