ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგში მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო ოქსანა კალაშნიკოვამ.

მეოცე კორტზე კალაშნიკოვასა და ტაივანელი სუ-ვეი ჰსიეს დუეტმა სამ სეტში დაჯაბნა იაპონური დუეტი (დოი, ჰიბინო) - 2:6, 6:2, 7:6 (7:0).

მეორე წრეში ქართულ-ტაივანულ დუეტს მე-4 ნომრად განთესილი წყვილი შეხვდება ტიმეა ბაბოშისა (უნგრეთი) და კატარინა სრებოტნიკის (სლოვენია) შემადგენლობით.

აღსანიშნავია, რომ კალაშნიკოვა მესამედ ასპარეზობს ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგში და პირველად გაცდა პირველ წრეს.

ჩვენებური წყვილებში 75-ე პოზიციაზეა, ხოლო ერთეულებში - 655-ე ადგილზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული