ეკატერინე გორგოძეს წინა შედეგამდე ერთი მოგება დააკლდა

AutoSharing Option
გასულ კვირას ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი ქართველი ჩაება. მე-3 ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ სამი მეტოქე დაამარცხა - შვეიცარიელი ჩიარა გრიმი (6:1, 7:5), ავსტრიელი კაროლინ ილოვსკა (7:6, 6:1) და ბულგარელი ვიქტორია ტომოვა (6:1, 6:1), ნახევარფინალი კი ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ლანა გორჩესკასთან (მაკედონია) დათმო - 4:6, 5:7.

წყვილებში ქვაცაბაია და ეკატერინა წიკლაური (რუსეთი) მეოთხედფინალში ასპარეზობის მე-3 ნომერ აგნეს ბუკტას (უნგრეთი) და ვიქტორია ტომოვას (ბულგარეთი) დანებდნენ - 5:7, 1:6.

ეკატერინე გორგოძემ, რომელსაც განთესვით მეორე ნომერი ჰქონდა, წინა ტურნირის
შედეგი ვერ გაიმეორა. მართალია, ოთხი რაუნდი წარმატებით განვლო: გზიდან ჩამოიშორა იანა მორდერგერი (გერმანია, 6:1, 7:5), ქემრე ანილი (თურქეთი, 6:2, 6:1), იოანა ლორედანა როსკა (რუმინეთი, 6:2, 6:1), ანა ბონდარი (უნგრეთი, 2:6, 7:5, 6:3).

გადამწყვეტი პაექრობა გორგოძემაც გორჩესკასთან წააგო - 6:1, 3:6, 2:6 და მეორე ადგილს დასჯერდა.

ანტალიის ახალ 10.000-იან ტურნირში ამჟამად ჩვენებურთაგან მხოლოდ ანა ახალკაცი მონაწილეობს. მან სტარტი საკვალიფიკაციოში აიღო - პირველ შეხვედრაში შოვალ სანანი (ისრაელი) დაჯაბნა - 6:2, 6:3. ძირითად ბადეში მოსახვედრად დღეს აიალა აქშუს დაუპირისპირდება.

* * *
აქტობეს (ყაზახეთი) ვაჟთა 25.000-იან ტურნირში ასპარეზობენ საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრები - გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი.

საკვალიფაკაციო ეტაპზე მათ, შესაბამისად, შომიგმატიონ შიფაიზიევი (უზბეკეთი, 4:6, 6:3, 6:3) და პაველ პეტროვი (ყაზახეთი, 6:4, 6:2) დაამარცხეს და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვეს, იქ კი ცივაძე იონგ-კიუ ლიმს (კორეა), ჯავახიშვილი დუჟე კეკეზს (ხორვატია) შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული