ავსტრალიის ღია პირველობა: ენდის ხუთი წაგებული ფინალი

AutoSharing Option
ბრიტანელმა ენდი მარეიმ ბოლო შვიდ წელიწადში მეხუთე ითამაშა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში.

თითქოს საამაყო და სატრაბახო მიღწევაა, მაგრამ შოტლანდიელი ვერაფრით იქნება კმაყოფილი. 28 წლის ჩოგბურთელმა მეხუთედ ვერ შეძლო "დიდი სლემის" ამ ტურნირის ფინალის მოგება.

მარეი მეორე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ერთი ჩემპიონატის ხუთი ფინალი დათმო. მანამდე, ენდის ყოფილმა მწვრთნელმა ივან ლენდლმა წააგო ხუთი გადამწყვეტი მატჩი ამერიკის ღია პირველობაზე, თუმცა, ამასთან, სამჯერ მოახერხა ამ ტურნირის მოგება - 1985, 1986 და 1987 წლებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული