ბერგამოს ჩელენჯერი: ბასილაშვილი 1/16-ფინალურ მატჩს დღეს გამართავს
AutoSharing Option
დღეს, 8 თებერვალს, თბილისის დროით 19:30 საათზე, "ბერგამოს ჩელენჯერის" 1/16-ფინალურ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელორუს ეგორ გარასიმოვს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილი და გარასიმოვი დღემდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან და ორივეჯერ გამარჯვება ქართველს დარჩა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.