ბლიც-ინტერვიუ ანა ივანოვიჩთან

AutoSharing Option
როლან გაროსის 2008 წლის ჩემპიონმა, სერბმა ანა ივანოვიჩმა ბლიც-გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა: მას უნდა დაესრულებინა ჟურნალისტის მიერ დაწყებული ფრაზები.

- როცა კორტზე გავდივარ...
- თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

- დედაჩემი ყოველთვის მასწავლიდა...
- საკუთარი კანის მოვლას.

- თანამედროვე მოდაში არ მესმის, რატომ ატარებენ გოგონები...
- უცნაურ ფეხსაცმელს.

- ბოლო წიგნი, რომელიც სიამოვნებით წავიკითხე...
- დენ მილმენის "მშვიდობიანი მეომრის გზა".

- როგორც ნამდვილი გოგონა...
- ძალიან მიყვარს მოდისთვის თვალის მიდევნება.

- რომ არ გავმხდარიყავი პროფესიონალი სპორტსმენი...
- ვისურვებდი ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების აგენტობას.

- ყველაზე მეტად მეხერხება შემდეგი კერძის დამზადება...
- ორაგულის კერძი და ორცხობილა. მართლაც, ძალიან კარგად გამომდის.

- ვერ ვიტან, როცა ადამიანები...
- ზრდილობას ივიწყებენ.

- ყველაზე მეტად სპორტში ვაფასებ...
- თავდადებას და საკუთარი თავის ერთი მიზნისკენ მიმართვას.

- ყველაზე უჩვეულო საჩუქარი, რომელიც მიმიღია...
- ასეთი ბევრი იყო, რთულია გამორჩევა.

- ჩემი დევიზი ცხოვრებაში...
- ვიყო ბედნიერი და დავტკბე ცხოვრებით.

- ფილმი, რომელმაც ამატირა...
- "მეხსიერების დღიური".

- როცა მოწყენილი ვარ...
- ვცდილობ ჩავრთო კარგი მუსიკა.

- ჩემი უცნაური ოცნება...
- მოვინახულო ყველაფერი დედამიწაზე.

- ჩემი აზრით, ჩოგბურთი 10 წლის შემდეგ...
- გახდება უფრო მეტად ძალისმიერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ჰგავს.
ჯ.ჩ.
09:07 20-02-2016
0
ეს ნამდვილად არაა ივანოვიჩი :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული