წყვილებში ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ, რომლებიც პირველ ნომრად არიან განთესილნი, სტარტზე თურქებს - აილა აქშუსა და მელის სეზერს სძლიეს - 7:5, 6:2.
მეოთხედფინალში ჩვენებს მეტოქეობას გაუწევენ კატალინა პელა (არგენტინა) და დანიელა სეგული (ჩილე), რომლებმაც გუშინ ბრაზილიელები - ერიკა პერეირა და ნატალია როსი ჩამოიშორეს გზიდან -
* * *
თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ტაივანელ ჩია-ჯუნ ჩუანთან ერთად ყატარის დედაქალაქ დოჰაში საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 818 000 დოლარი) წყვილთა პაექრობის პირველ წრეში ჩინელების - იი-ფან ქსუსა და საისაი ჟენის დუეტთან წააგო - 4:6, 2:6.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"