"დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირის - ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს სახურავის განახლებული პროექტი, რომლითაც არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტი აღიჭურვება. ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გორდონ სმიტმა დარწმუნებით განაცხადა, რომ მოძრავი სახურავი დამონტაჟდება და ექსპლუატაციაში შევა 2016 წლის 29 აგვისტომდე. სწორედ ამ დღეს დაიწყება აშშ-ის ღია პირველობა.
"წელს, ჩვენ უფრო უკეთ ვიქნებით მზად ამინდის კაპრიზების წინააღმდეგ. მოძრავი სახურავის მშენებლობა ტურნირისთვის სტარტისთვის დასრულდება. მაგრამ კორტი მხოლოდ უამინდობის დროს გადაიხურება, რადგან აშშ-ის პირველობა - ღია ტურნირია და ყოველთვის ღია ცის ქვეშ
უნდა გაიმართოს.
ცნობისთვის, კორტის გადახურვას 15 წუთი დასჭირდება", - მოჰყავს სმიტის სიტყვები სააგენტო AP-ს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"