ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე ვარჯიშობს

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო სერბეთის ნაკრების ვარჯიშში. რეიტინგის ლიდერი თავის გუნდთან ერთად დევისის თასის მერვედფინალისთვის ემზადება, რომელშიც სერბეთი ბელგრადში ყაზახეთს უმასპინძლებს.

"90 წუთის განმავლობაში ვვარჯიშობდი და კმაყოფილი დავრჩი პროცესით. ხვალაც ვაპირებ ვარჯიშის ჩატარებას. ჯერჯერობით, მხოლოდ მუქი სათვალით შემიძლია თამაში, რათა თავიდან ავიცილო თვალზე შუქის ზემოქმედება", - განუცხადა ჯოკოვიჩმა Tennis World-ს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ჩოგბურთელმა გასულ კვირას, დუბაის ტურნირზე ვერ დაასრულა მეოთხედფინალი ესპანელი ფელისიანო ლოპესის წინააღმდეგ. ამის მიზეზი თვალის ინფექცია გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული