საქართველოსთვის დევისის თასი მოულოდნელი შედეგით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების წევრმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დევისის თასზე მარცხი იწვნია.

სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის საქართველო-დანიის დაპირისპირების პირველი შეხვედრა გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კრისტიან სიგსგაარდს შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად, მარცხი განიცადა. ბასილაშვილმა ოთხს სეტში ანგარიშით 7:6, 1:6, 4:6, 4:6 წააგო.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კრისტიან სიგსგაარდი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში საერთოდ არ არის ასახული და შესაბამისად, ბასილაშვილს ყველა ფავორიტად მიიჩნევდა, რომელიც რეიტინგში 118-ე ადგილზეა.

დღის მეორე შეხვედრაში გიორგი ცივაძე (854) ფრედერიკ ნილსენს (374) დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემო კარგო არ გამიგო ისე თითქოს ჭკუას გასწავლიდე,არა მე მინდა ვთქვა,რომ რაგბში კიდევ უფრო ცუდაა საქმე,ვიდრე ბევრს ჰგონია,მაგ.ფეხბურთში ორ მსოფლიო გრანდთთავ ფრეს მივაღწიეთ,ხოლო რაგბში ფრეს კი არა ძალიან დიდი ანგარიშით ვმარცხდებით გრანდებთან,კარგია,რომ ვიგებთ,მეორე ლიგის გუნდებთან,მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ადგილი,რომ მეორე ხარისხოვანი გუნდი ვართ და სამწუხაროდ მორაგბეებიც მეორე ხარისხოვანები გვყავს.ეს ძალიან ცუდია,მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
irakli-s
12:09 05-03-2016
0
ოდესმე ახალგაზრდულებს მსოფლიო ალაფი მოუგიათ?! არა რეალში ან ბარცელონაში გვყოლია ფეხბურთელი მესის და რონალდოს დონის? არა ჩვენ გვყავს მსგავს რაგბის გუნდებში. 1.ახალი ზელანდია 2.ავსტრალია 3.სამხრეთ აფრიკა 4.ინგლისი 5.არგენტინა.6 უელსი.7 საფრანგეტი 8.ირლანდია 9.შოტლანდია 10.იაპონია 11.ფიჯი 12.სამოა 13 საქართველო 14.იტალია 15.სამოა 16.რუმინეთI 17ამერიკის შეერთებული შტატები 18.ცანადა 19.რუსეთი 20ურუგვაი 21.ნამიბია .აჰა ბატონო ეს გუნდები არ არის? და ელიტური გუნდებისთვისაც მოგვიგია. მაშინ როდესაც რაგბის პირობები და დაფინანსება არ ჰქონდა.
giorgi
20:12 04-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული