დევისის თასი: საქართველო VS დანია - იქნებ წყვილებში მოვიგოთ

AutoSharing Option
დღეს, 5 მარტს სპორტის ახალ სასახლეში 15:00 საათზე დევისის თასის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართება.

ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის დაპირისპირების ფარგლებში საქართველო დანიას ეთამაშება.

დღეს ასპარეზობა წყვილთა თანრიგში გაიმართება. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და გიორგი ცივაძის დუეტი ფრედერიკ ნილსენისა და ტომას კრომანის წყვილს შეხვდება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 4 მარტს ერთეულთა თანრიგში საქართველოს ნაკრების ორივე წევრმა წააგო.

- დევისის თასზე გიორგი ცივაძეც დამარცხდა
- საქართველოსთვის დევისის თასი მოულოდნელი შედეგით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ჩანს, მეტრეველი მართალია ფედერაციასთან.
Zurab
11:40 05-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული