რა პერიოდით დასჯიან მარია შარაპოვას?

AutoSharing Option
2016 სპორტული წლის ერთ-ერთი მთავარი ამბავი გაზაფხულის დასაწყისში მოხდა. სპორტულ სამყაროში ნამდვილი შოკი გამოიწვია მარია შარაპოვას აღიარებამ იმის შესახებ, რომ ის აკრძალულ პრეპარატს იღებდა და ჩააგდო დოპინგ-ტესტი ავსტრალიის ღია პირველობაზე.

როგორც რუსმა ჩოგბურთელმა განაცხადა, ის ათი წლის განმავლობაში იყენებდა მელდონიუმს. ეს პრეპარატი აუმჯობესებს ქსოვილის შიდა მეტაბოლიზმს და ხშირად გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ. თუმცა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მელდონიუმი სპორტსმენებს ეხმარება შედეგების ამაღლებაში, აუმჯობესებს დატვირთვების შემდეგ რეაბილიტაციას, ეხმარება სტრესთან გამკლავებაში და ააქტიურებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.

2016 წლის პირველი იანვრიდან, სპორტსმენებს აეკრძალათ
მელდონიუმის მიღება. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სიაში ის მიეკუთვნება S4-ის თანრიგს - მეტაბოლიზმის ჰორმონები და მოდულატორები. მისი გამოყენებისთვის გათვალიწინებულია ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია.

შარაპოვას თქმით, ეს პრეპარატი მას ოჯახის ექიმმა ჯერ კიდევ 2006 წელს დაუნიშნა, რადგან ხშირად ავადმყოფობდა. გარდა ამისა, ექიმმა ყურადღება მიაქცია დიატებტთან დაკავშირებით შარაპოვების ოჯახურ პრობლემას.

* * *
რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა ვადით მისცემენ დისკვალიფიკაციას მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერს. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტი კრეიგ რიდი სპეციალური განცხადებით გამოვიდა:

"სააგენტოს ყველანაირი ინფორმაცია გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით. იქამდე, სანამ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ჩვენ არ ვაპირებთ კომენტარების გაკეთებას. ასეთი ჩვენი პრაქტიკა. როცა ფედერაცია გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ გავეცნობით მათ პოზიციას და შემდეგ ან დავეთანხმებით მას ან აპელაციას შევიტანთ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მელდონიუმი აკრძალული პრეპარატების სიაში 2016 წელს მოხვდა. მანამდე ის იმ ნივთიერებების სიაში შედიოდა, რომლებიც განსაკუთრებულ კონტროლზე იყვნენ აყვანილი.

სააგენტომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დამტკიცდა, რომ სპორტსმენები ამ პრეპარატს შედეგების გაუმჯობესების მიზნით იღებდნენ".

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის გენერალური დირექტორისთვის სტივ საიმონისთვის სამწუხარო აღმოჩნდა ინფორმაცია მარია შარაპოვას დადებითი დოპინგ-ტესტის შესახებ.

"ძალიან დამამწუხრა ამ ახალმა ამბავმა. მარია - ლიდერია და ყოველთვის ვიცნობდი, როგორც ძალიან პატიოსან ქალს. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ მოთამაშეებმა თავად უნდა აგონ პასუხი იმაზე, თუ რა ხვდება მათ ორგანიზმში. ახლა, გადაწყვეტილება ანტისადოპინგო სამსახურების ხელშია. WTA მათ ნებისმიერ ნაბიჯს მიიღებს", - განაცხადა საიმონმა New York Times-თან კომენტარში.

შარაპოვას გულშემატკივრებს ამშვიდებს ჩოგბურთელის აგენტი ჯონ ჰაგერტი. მისი თქმით, ასეთი დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელია - ოთხი წელი დისკვალიფიკაცია. მაგრამ მარიას გუნდი უკვე თანამშრომლობს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან და განიხილავს იმ მიზეზებს, რის გამო იღებდა სპორტსმენი აღნიშნულ პრეპარატს. როგორც ჰაგერტი ამტკიცებს, ამის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, ამიტომაც რუსის გუნდი იმედოვნებს, რომ სასჯელი საერთოდ არ იქნება ან ძალიან მცირე ვადას მისცემენ.

Sky Sports-მა გაარკვია, რომ მარია შარაპოვას საქმეზე პირველი მოსმენა 23 მარტს, ლონდონში გაიმართება, ხოლო წინასწარი დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა 12 მარტიდან დაიწყება. რუს ჩოგბურთელს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

* * *
უკვე დიდი ხანია, მარია შარაპოვა ქალებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, თუმცა აღნიშნულმა დოპინგ-სკანდალმა, შესაძლოა, ამ მხრივ ლიდერობა წაართვას მას. საქმე ისაა, რომ უკვე სამმა მსხვილმა სპონსორმა გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს მარიასთან თანამშრომლობას. ეს კომპანიებია - სპორტული ეკიპირების მწარმოებელი Nike, საათების შვეიცარიული კომპანია Tag Heuer და გერმანული ავტოკონცერნი Porsche.

"შეწუხებული და გაკვირვებული ვართ მარია შარაპოვას შესახებ ახალი ამბებით. გადავწყვიტეთ შევაჩეროთ მარიასთან თანამშრომლობა იქამდე, სანამ გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადეს Nike-სა და Porsche-ს წარმომადგენელებმა. Tag Heuer-მა კი გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს შარაპოვასთან კონტრაქტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მაინც მიყვარხარ მარია
llcl
07:56 09-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული