ოქსანა კალაშნიკოვას 390 ქულა და 41 ათასი დოლარი ინდიან უელსში

AutoSharing Option
ინდიან უელსში მიმდინარე ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 6,8 მილიონი დოლარი) ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში თამაშობდა სარა ერანისთან ერთად.

სამწუხაროდ, ქართულ-იტალიური დუეტი ამ ეტაპზე იულია გორგესთან და კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა - 4:6, 3:6.

აღსანიშნავია, რომ სარა ერანი და ოქსანა კალაშნიკოვა ერთად პირველად თამაშობდნენ, თუმცა პირველივე ჯერზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.

თამაშის შემდეგ ერანიმ "ტვიტერზე" დაწერა: "მადლობა, ოქსანა, ამ კვირისათვის, ჩვენ შესანიშნავად გავერთეთ".

"მადლობა, იმედია კიდევ რამდენიმე ასეთი კარგი კვირა გვექნება მომავალში", - იყო ჩვენებურის პასუხი.

ოქსანა წყვილებში მსოფლიოს 63-ე ჩოგანია,
თუმცა ამ ტურნირზე მან 390 ქულა დაიბევა და წინ წავა. წყვილმა ინდიან უელსის ტურნირის ნახევარფინალში თამაშისთვის 82,4 ათასი დოლარი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული