ფოტო-NEWS: მაჭანკალი ჯოკოვიჩი

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უჩვეულო თხოვნა შეუსრულა გულშემატკივარ ბიჭს მაიამის "მასტერსის" წინ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს.

ვარჯიშის შემდეგ, ნოვაკი ავტოგრაფებს არიგებდა და დაინახა ბიჭი პლაკატით: "ნოლე, დამეხმარე გოგონას გამოსაშვებ საღამოზე მიწვევაში". სერბმა თანხმობით უპასუხა.

ჩოგბურთელი რებეკასთან ორი ბურთით მივიდა, რომლებზეც ეწერა Y ("კი") და N ("არა"), ბიჭს კი ხელში ეკავა პლაკატი კითხვით: "წამოხვალ?" გოგონამ აიღო ბურთი Y ასოთი, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩი ორივეს გადაეხვია.

"მე ამას დავიმახსოვრებ. იმედია, მათაც დაამახსოვრდებათ ეს დღე", - განაცხადა სერბმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული