რესტორანი ფართო მომხმარებლისთვის რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე კი სერბმა საზეიმო გახსნაზე ჩოგბურთელებს უმასპინძლა, რომლებიც ამ კვირას მონაწილეობას მიიღებენ მონტე კარლოს "მასტერსში".
"ფანტასტიკური საღამო მონაკოში! წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ბიზნესს - მოგზაურობა რესტორან Eqvita-თან ერთად", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ჯოკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩების ოჯახს საკუთარი რესტორნების ქსელი აქვს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"