დოპინგი: შარაპოვა არ იქნებოდა... მელდონიუმის გარეშე

AutoSharing Option
აკრძალული პრეპარატის მელდონიუმის შემქმნელმა, ლატვიელმა პროფესორმა ივარს კალვინშმა ჟურნალისტებს უამბო დისკვალიფიცირებული რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას პრობლემებზე.

"ვიცოდი, რომ მარია მელდონიუმს იყენებდა. შარაპოვა უბრალოდ ვერ იარსებებდა, ბოლო წლებში "მილდრონატი" რომ არ მიეღო. მას გარკვეული პრობლემები აქვს.

არა მხოლოდ უმაღლესი დონის სპორტსმენები, არამედ პოლიტიკოსებიც რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩოგბურთის თამაშისას ამ პრეპარატს იღებენ. მერე რა? მელდონიუმი არ ზრდის ადამიანის შესაძლებლობებს, არამედ აღადგენს მის მაჩვენებლებს ნორმალურ დონემდე. და სპორტსმენები, უბრალოდ, ვალდებულნი არიან ის მიიღონს, რათა შეუქცევადი მოვლენები აიცილონ თავიდან", - ამბობს მელდონიუმის
შემქმნელი.

როგორც იცით, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი 14 აპრილს, როლან გაროსის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს.

* * *
ამასობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა ბრიტანელი ენდი მარეის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ მას არა ერთხელ შეუტანია ეჭვი თავის კოლეგებზე აკრძალული პრეპარატების გამოყენების მხრივ.

"მე ამ სიტყვებს არ ვიზიარებ. სანამ არ არსებობს მტკიცებულება იმაზე, რომ ჩვენი სპორტი სუფთა არ არის, ის სუფთად უნდა ჩავთვალოთ. წავიკითხე ენდის სიტყვები. მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და მას კონკრეტულად არავინ უგულისხმია.

დღეს, ჩოგბურთში რთული პერიოდია. ბევრი ლაპარაკი მიდის ფსონებზე, ჩაწყობილ თამაშებზე, დოპინგზე... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც ამას სპეციალურად აკეთებს.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც შეეხება დოპინგის თემას - ეს ანტისადოპინგო სააგენტოების პრეროგატივაა. სანამ მათ მტკიცებულება არ ექნებათ, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჭორებად მოინათლება. მე ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ სუფთა სპორტს", - თქვა ჯოკოვიჩმა ბერლინში, "სპორტული ოსკარების" გადაცემის ცერემონიაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ მაქვს ეჭვი რომ ჯოკოვიჩიც დოპინგს ეთამაშება!
brola*
14:56 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული