რაფაელ ნადალმა ყოფილ მინისტრს სასამართლოში უჩივლა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი სასამართლოში უჩივის საფრანგეთის სპორტის ყოფილ მინისტრს როზელინ ბაშლოს.

"ამ საქმის დახმარებით მინდა დავიცვა არა მხოლოდ ჩემი პატიოსანი სახელი და სპორტსმენის იმიჯი, არამედ ის ღირებულებები, რომელსაც მთელი კარიერის განმავლობაში მივსდევდი. ასევე მინდა შეწყდეს შემთხვევები, როცა ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე პრესაში სპორტსმენის მიმართ შეურაცხმყოფელ ან ცრუ მტკიცებულებებს იყენებს ყოველგვარი დამამტკიცებელი საბუთების გარეშე, და ამასთან, დაუსჯელი რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ საქმეს მოვიგებ და მორალური კომპენსაციის ანაზღაურებისთვის გარკვეულ თანხას მივიღებ, ის მთლიანად გადაეცემა საფრანგეთში მოქმედ რომელიმე საქველმოქმედო ფონდს", -
თქვა ნადალმა.

ადრე, საფრანგეთის სპორტის ყოფილმა მინისტრმა როზელინ ბაშლომ განაცხადა, რომ ნადალმა პროფესიულ ტურში შვიდი თვე არა ტრავმის, არამედ დოპინგზე დადებითი სინჯის გამო გამოტოვა. ამასთან, ექს-ჩინოვნიკს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა რაფამ, რომ ბაშლოსთან სასამართლო დავას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული