უფრო სარფიანი უიმბლდონის ტურნირი

AutoSharing Option
"დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის - უიმბლდონის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 2016 წელს, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შარშანდელზე 5 პროცენტით მაღალი იქნება.

შარშან, ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და სერენა უილიამსმა 1.88 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღეს.

მატების შემდეგ, მთლიანი საპრიზო ფონდი 28.1 მილიონ ფუნტს გაუტოლდება. ქალთა და მამაკაცთა ტურნირში გამარჯვებულებს - 2 მილიონ ფუნტს არგუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უიმბლდონის საპრიზო ფონდი ორჯერ გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა - 40 პროცენტი.

უიმბლდონის ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს ჩაწყობილი მატჩების
წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების ზრდის შესახებ, თუმცა კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებიათ.

ტურნირის აღმასრულებელი დირექტორის რიჩარდ ლუისის თქმით, დაგეგმილია თანხის გაზრდა დოპინგთან ბრძოლისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული