მათი გზები გაიყარა: მორესმო მარეის მწვრთნელი აღარ არის

AutoSharing Option
ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, მადრიდის "მასტერსის" შემდეგ, ბრიტანელმა ენდი მარეიმ შეწყვიტა თანამშრომლობა ფრანგ ამელი მორესმოსთან. ქალებს შორის "დიდი სლემის" ორგზის ჩემპიონმა ვერ მიიყვანა ენდი "მეიჯორებში" ტიტულამდე.

"ამელისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება - ერთობლივი შეთანხმებით დავასრულოთ თანამშრომლობა. მას უდიდესი და დადებითი გავლენა ჰქონდა ჩემს გუნდზე და ამელი ძალიან დაგვაკლდება. დრო დამჭირდება შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად, მანამდე კი მინდა მადლობა გადავუხადო მორესმოს ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა", - მოჰყავს მარეის სიტყვები BBC-ს.

ამელი 2014 წლის ივნისიდან იყო ენდის მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, მარეიმ მოიგო
შვიდი ტურნირი, მათ შორის, ორი "მასტერსი". აგრეთვე ორჯერ გააღწია ავსტრალიის ღიას ფინალამდე.

მარეის კარიერაში "დიდი სლემის" ორი ტურნირი აქვს მოგებული (აშშ-ის ღია პირველობა-2012 და უიმბლდონი-2013). ორივე ამერიკელი ივან ლენდის ხელმძღვანელობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული