ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰაილბრონის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
15 მაისს, გერმანულ ჰაილბრონში დამთავრდა ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო), რომელშიც წარმატებით ითამაშა თბილისელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

პირველ წრეში მან გზიდან ჩამოიშორა ესპანელი დანიელ მუნოს დე ლა ნავა (6:4, 6:1), შემდეგ ბლაჟ როლას (სლოვენია, 6:7, 6:3, 7:6), იგორ სიისლინგსა (ჰოლანდია, 6:2, 3:6, 7:6) და იოჟეფ კოვალიკს (1:6, 6:4, 6:3) აჯობა, გუშინ კი ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუკი დაამარცხა - 6:4, 7:6.

პაექრობა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ჩვენებურმა ოთხი ეისი შეასრულა, ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 100
სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, კლასიფიკაციაში 20 ადგილით დაწინაურდა და ახლა 105-ე პოზიციაზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული