საფრანგეთის ღია პირველობა: რაფას მაჯამ უღალატა

AutoSharing Option
საფრანგეთის ღია პირველობის ბოლო სამი დღის მთავარი ამბავი რაფაელ ნადალის სპეციალური პრესკონფერენცია გახდა, რომელზეც როლან გაროსის ცხრაგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ტოვებს ტურნირს მარცხენა მაჯის ტრავმის გამო.

"იძულებული ვარ მოვიხსნა ამ ტურნირიდან მაჯასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომელიც უკვე ორი კვირაა მაწუხებს. როცა აქ ჩამოვედი, მცირე ტკივილი იგრძნობოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ არ იყო სერიოზული დაზიანება და ტკივილს გავუმკლავდებოდი.

მაგრამ, მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. გუშინ, ტკივილგამაყუჩებლებით ვითამაშე, მაგრამ დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ხელს ვეღარ ვამოძრავებდი. სამედიცინო შემოწმება გავიარე, რომლის შედეგი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ექიმმა
მითხრა, რომ ასეთი ხელით ხუთი მატჩის ჩატარება შეუძლებელია.

ვიმკურნალებ და შევეცდები უიმბლდონისთვის მწყობრში ჩავდგე, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი და პროგნოზის გაკეთება", - ნადალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული