საფრანგეთის ღია პირველობა: დაიშალეთ! ჩოგბურთი არ იქნება!

AutoSharing Option
გუშინ, როლან გაროსის მონაწილეებმა მოულოდნელი დასვენების დღე მიიღეს.

პარიზში გადაუღებელი წვიმების გამო, "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ორშაბათს დაგეგმილი ყველა მატჩის მეორე დღისთვის გადადება. გუშინ, როლან გაროსზე უნდა გამართულიყო მამაკაცების ოთხი და ქალების ექვსი მერვედფინალი, აგრეთვე შეხვედრები წყვილთა თანრიგსა და მიქსტში.

ეს არის პირველი შემთხვევა 2000 წლის 30 მაისის შემდეგ, როცა საფრანგეთის ღია პირველობის სათამაშო დღე მთლიანად გაუქმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული