ქართველი ჩოგბურთელების რეიტინგები და საშეჯიბრებო მარშრუტები

AutoSharing Option
წინა ორი კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქართველებს ამ ხნის განმავლობაში ბევრით არაფრით გამოუჩენიათ თავი. ამიტომ მათ მაჩვენებლებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა (ერთეულებში - კალაშნიკოვა, წყვილებში - ქვაცაბაია და გორგოძე), უმნიშვნელო ცვლილებებია.

ერთეულები. 229 (230). სოფიო შაფათავა (223 ქულა), 319 (302). ეკატერინე გორგოძე (124), 460 (467). სოფიო ქვაცაბაია (6), 491 (497). მარიამ ბოლქვაძე (57), 758 (687). ოქსანა კალაშნიკოვა (20), 760 (763). თინათინ ყავლაშვილი (20), 975 (989). ანა შანიძე (10), 1160 (1163). თამარ ჭალაგანიძე (5).

წყვილები. 51
(50). კალაშნიკოვა (1585), 143 (133). შაფათავა (501), 246 (215). გორგოძე (244), 461 (396). ქვაცაბაია (95), 654 (652). ბოლქვაძე (47), 775 (769). ყავლაშვილი (30), 917 (913). შანიძე (19), 1059 (1052). ახალკაცი (12), 1239 (1232). ჭალაგანიძე (5).

მიმდინარე კვირას სოფიო შაფათავა გერმანულ ესენში 50.000-იან ტურნირში ჩაებმება. ერთეულთა სტარტზე იგი კაროლინა მუჩოვასთან (ჩეხეთი) გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში შაფათავა და დენიზ ხაზანიუკი (ისრაელი) ქართველებს - ეკატერინე გორგოძესა და სოფიო ქვაცაბაიას შეხვდებიან.

ანა შანიძე ბაქოს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) იასპარეზებს. პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ ალინა სილიჩს (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში ალინა კისლიცკაიასთან (რუსეთი) ერთად ალექსანდრა პისარევას და კატერინა პოპოვას (ორივე - უკრაინა) ეთამაშება.

* * *
ვაჟებში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი საფეხურით წინ წაიწია და საუკეთესო ასეულისგან ერთი ადგილიღა აშორებს.

ალექსანდრე მეტრეველი რვა ადგილით დაწინაურდა. ცუდი მაჩვენებლები აქვთ გიორგი ცივაძესა და გიორგი ჯავახიშვილს, რომლებიც, შესაბამისად, 37 და 146 საფეხურით ჩამოქვეითდნენ:

101 (104). ნიკოლოზ ბასილაშვილი (563), 264 (272). ალექსანდრე მეტრეველი (192), 905 (868). გიორგი ცივაძე (17), 1291 (1145). გიორგი ჯავახიშვილი (5), 1413 (1419). ალექსანდრე ბაკში (3), 1857 (1974). ირაკლი მეტრეველი (1).

ამ კვირას ალექსანდრე მეტრეველი მოსკოვის ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 75.000 დოლარი) გამოვა. პირველ წრეში კვალიფიკაციიდან აღზევებულ ემილიო გომესს (ეკვადორი) დაუპირისპირდება, ხოლო წყვილებში დმიტრი პოპკოსთან (ყაზახეთი) ერთად გზიდან დენის მაცუკევიჩისა (რუსეთი) და ანდრეი ვასილევსკის (ბელორუსი) ჩამოშორებას შეეცდება.

შოთა მეფარიძემ ანტალიაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. წყვილებში გიორგი ჯავახიშვილთან ერთად მესამე ნომრად განთესილ ბრაზილიელების - პედრო ბერნარდისა და ფაბიანო დე პაულას დუეტს გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული