მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა 7 მარტს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში იღებდა მელდონიუმს, რომელიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ აკრძალული პრეპარატების სიაში შეიტანა. იმ პრესკონფერენციის შემდეგ, მარია დროებით იყო ჩამოშორებული საერთაშორისო ტურნირებს. დადებითი დოპინგ-სინჯი სპორტსმენმა 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის დროს ჩააბარა. დისკვალიფიკაციის შემდეგ, შარაპოვას ჩამოერთმევა ამ ტურნირზე
რუსს უფლება აქვს, 22 დღის განმავლობაში სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება, რასაც აუცილებლად გააკეთებს. აი, რა დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" შარაპოვამ:
"ორწლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ფედერაციის კომისიამ ერთხმად მიიჩნია ჩემი მოქმედება, როგორც არა წინასწარ განზრახული. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ მიმიმართავს ექიმისთვის დოპინგის მიღების მიზნით. ფედერაციამ დიდი თანხა და დრო დახარჯა იმის დასამტკიცებლად, რომ მე შეგნებულად ვარღვევდი ანტისადოპინგო წესებს. ფედერაციას სურდა ჩემი ოთხი წლით დასჯა - ეს აუცილებელი სასჯელია განზრახ დარღვევისთვის. სასამართლომ ეს პოზიცია უარყო.
მართალია, სასამართლო იმ აზრამდე მივიდა, რომ მე განზრახ არ დამირღვევია წესები, მაინც არ ვეთანხმები ამ მკაცრ გადაწყვეტილებას. ფედერაციას ესმის, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია, მაგრამ განზრახ ცდილობდა ჩემთვის ჩოგბურთის თამაშში ხელი შეეშალა. დაუყოვნებლივ გავასაჩივრებ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას.
ვიბრძოლებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე კორტზე. ჩემმა ადვოკატმა მოამზადა მოკლე ინფორმაცია იმაზე, როგორ მუშაობს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. ვფიქრობ, ის ჩემს ფანებს გადავცე, რათა მათაც იცოდნენ, როგორი წესებია ამ ორგანიზაციაში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"