მარია შარაპოვა ინგლისმა გარიცხა

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დოპინგის გამოყენების გამო მიღებული დისკვალიფიკაციის შედეგებს იმკის. სრულიად ინგლისის ჩოგბურთისა და კროკეტის კლუბმა მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი თავისი რიგებიდან გარიცხა, - წერს გამოცემა "ტელეგრაფი".

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, შარაპოვასთან თანამშრომლობა შეწყვიტა რამდენიმე მსხვილმა სპონსორმა.

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა მხარი დაუჭირა შარაპოვას ორწლიან დისკვალიფიკაციას.

"როგორც ნებისმიერ ადამიანს, შარაპოვასაც აქვს უფლება დაიცვას თავისი სახელი. მაგრამ მე მხარს ვუჭერ დოპინგის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ასი პროცენტით უნდა იყო დარწმუნებული იმ პრეპარატებში, რომელსაც რეგულარულად მოიხმარ. უნდა იცოდე მისი ყველა
ეფექტი და შედეგები. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ პასუხი აგო", - განაცხადა ფედერერმა.

შვეიცარიელმა ისიც დაამატა, რომ პოტენციური დამრღვევების გამოსავლენად, საჭიროა გაიზარდოს დოპინგ-სინჯების შენახვის ვადები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული