ოლიმპიადა უიმბლდონზე მაღლა

AutoSharing Option
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა თავისი შეგირდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უიმბლდონის გამოტოვების მიზეზებზე.

"მაჯის ტრავმამ ყველაფერი გაართულა იმ ფონზე, რომ რაფა ბრწყინვალედ გრძნობდა თავს. ის პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს მას შემდეგ, რაც ჩვეულ დონეზე გავიდა. ახლა, როცა უიმბლდონზე არ ვთამაშობთ, საკმარისი დრო გვაქვს აღდგენისთვის. ვიცით, რომ შეგვიძლია ყველაფერი მშვიდად და გეგმის მიხედვით ვაკეთოთ.

რაფას უიმბლდონზე რომ ეთამაშა, შეიძლებოდა ოლიმპიადა გამოეტოვებინა. მაგრამ მას არ შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ესპანეთის ნაკრების მედროშეა", - განაცხადა ტონი
ნადალმა.

გარდა ამისა, რაფაელის მამამ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ესპანელი ითამაშებს ტორონტოს "მასტერსზე", რომელიც 25-31 ივლისს გაიმართება.

P. S. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ რაფაელ ნადალი ოლიმპიადაზე მიქსტშიც გამოვა და იქ მისი პარტნიორი როლან გაროსის ჩემპიონი გარბინ მუგურუსა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული