ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია: დაამარცხა ლიზა მატვიენკო (გერმანია, 6:4, 2:6, 7:5), მარტინა კარეგარო (იტალია, 4:6, 6:3, 6:4), პეტი შნიდერი (შვეიცარია, 3:6, 6:4, 7:5), შილინ ქსიუ (ჩინეთი, 0:6, 6:4, 6:3) და ფინალში გავიდა, სადაც სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია ნინა სტოიანოვიჩს და ორ სეტში დათმო პაექრობა - 4:6, 3:6. მთავარი პრიზი სერბმა მოიპოვა, გორგოძე მეორე ადგილს დასჯერდა.
ამავე ტურნირში ასპარეზობდა სოფიო ქვაცაბაია, მაგრამ მან სტარტზევე
მიმდინარე კვირას ეკატერინე გორგოძე შვედეთის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მოსინჯავს ძალებს. მე-7 ნომრად განთესილი ჩვენებური სტარტზე პია კონიუგთან (ავსტრია) გაარკვევს ურთიერთობას. რომის 25.000-იან ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა.
* * *
თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ერთი კვირის წინათ ჰოლანდიაში 250.000-იან ტურნირზე წყვილებში იაროსლავა შვედოვასთან (ყაზახეთი) ერთად ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ოქსანამ ტიტების ქვეყნიდან ბრიტანულ ბირმინგემს მიაშურა და იქაურ პრესტიჟულ შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 846.000 დოლარი) ჩაება. ამჟამად მეწყვილედ უნგრელი ტიმეა ბაბოში ჰყავდა. ქართულ-უნგრულმა ტანდემმა, სამწუხაროდ, პირველი ბარიერი ვერ გადალახა: იოჰანა კონტასა (დიდი ბრიტანეთი) და ელინა სვიტოლინასთან (უკრაინა) დამარცხდა - 6:2, 3:6, 1:10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"