ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
21 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილი (105) უიმბლდონის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო წრეში უკრაინელ დენის მოლჩანოვს (287) შეხვდა და ორ სეტში მოუგო - 6:2, 6:1.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც საკვალიფიკაციო ბადეში მე-3 ნომრად იყო განთესილი, იოლად მოიგო 28 წუთში - 6:2. არ გასჭირვებია მას არც მეორეში - 6:1 23 წუთში.

მეორე საკვალიფიკაციო წრეში ბასილაშვილი ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს (209) ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა შარშან საკვალიფიკაციო ეტაპიდან გააღწია, ძირითად ბადეში (მეორე წრეში) განთესილი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა და ტურნირს მესამე წრეში დაემშვიდობა. ამისთვის მაშინ ჩვენებურმა
90 ქულა მოიპოვა რეიტინგში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული