ნოვაკ ჯოკოვიჩი ყველაფერს უმიზნებს

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2016 წელს ტურნირებზე გამოსვლის სრული გრაფიკი გამოაცხადა. საკუთარ განრიგში სერბმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა.

უიმბლდონის შემდეგ, ჯოკოვიჩი დარჩება ბრიტანეთში, სადაც დევისის თასის მეოთხედფინალში ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება. მატჩი 15-17 ივლისს გაიმართება და დღემდე უცნობია, რომელ საფარზე ჩატარდება ის.

25-31 ივლისს, ნოვაკი მონაწილეობას მიიღებს ტორონტოს "მასტერსში", 6 აგვისტოდან კი ჩაებმება ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირში. ზაფხულის თამაშების დასრულებისთანავე, მსოფლიოს პირველ ნომერს მოუწევს ცინცინატის "მასტერსზე"გამოსვლა. ამას მოჰყვება ერთკვირიანი დასვენება და შემდეგ "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირი - აშშ-ის ღია პირველობა.

იმ
შემთხვევაში, თუ სერბეთი ბრიტანეთს დევისის თასის მეოთხედფინალში დაამარცხებს, მაშინ ნოვაკი აშშ-ის ღიას შემდეგ, დევისის თასის ნახევარფინალში გამოვა.

ოქტომბერში ჯოკოვიჩს ელოდება პეკინისა და შანხაის ტურნირები, სადაც ტიტულის დაცვა უწევს.

ნოემბერში ნოვაკი ითამაშებს ჯერ პარიზში და შემდეგ ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული