უიმბლდონი: სერენა გენდერულ თანასწორობას ითხოვს

AutoSharing Option
მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ისაუბრა საპრიზო ფონდის არასწორ განაწილებაზე. მას მიაჩნია, იმის გამო, რომ ქალია, სხვებზე ნაკლებ ფულს არ უნდა იღებდეს.

- მინდა, რომ გულშემატკივრები, ჟურნალისტები და სხვა სპორტსმენები პატივს გვცემდნენ ქალებს და შესაბამისად აფასებდნენ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩოგბურთს 3 წლის ასაკიდან ვთამაშობ. მაქვს იმდროინდელი ფოტო.

ვენუსი ყოველთვის კორტისკენ მეწეოდა და მეც სიამოვნებით მივყვებოდი. შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური ცხოვრება არა მაქვს. მიმაჩნია, რომ სხვებზე ნაკლებს არ უნდა ვიღებდე მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ, - აღნიშნა სერენამ.

ჩოგბურთი.
უიმბლდონი
ქალები
ერთეულები
1/2 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ)-ვესნინა (რუს) 6:2, 6:0
კერბერი (გერ)-ვ. უილიამსი (აშშ) 6:4, 6:4
ფინალი
ს. უილიამსი (აშშ)-კერბერი (გერ)

წყვილები
1/4 ფინალი
გორგესი/პლისკოვა-გარსია/მლადენოვიჩი 7:6, 6:3
ჰინგისი/მირზა-ბაბოში/შვედოვა 2:6, 4:6
ს.უილიამსი/ვ.უილიამსი-მაკაროვა/ვესნინა 7:6, 4:6, 6:4

ვაჟები
წყვილები
1/2 ფინალი
ბენეტი/ვასელინი-კლაასენი/რამი 7:5, 6:4, 5:7, 7:6
ჰერბერტი/მაუ-ჰუეი/მირნი 6:4, 3:6, 6:7, 6:4, 6:4
ფინალი
ბენეტი/ვასელინი-ჰერბერტი/მაუ

სარეკორდო 48
უიმბლდონის კორტებზე ქალთა შორის შეჯიბრებაში ფინალისტები გამოვლინდნენ. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან ამერიკელი სერენა უილიამსი და გერმანელი ანჟელიკ კერბერი.

სერენას ნახევარფინალში მეტოქედ რუსი ელენა ვესნინა ჰყავდა და შეხვადრა მოკლე დროში, 48 წუთში მოიგო. ეს გახლავთ უიმბლდონის ნახევარფინალების რეკორდული მაჩვენებელი - 48 წუთში ნახევარფინალი აქამდე არავის მოუგია.
საინტერესოა ისიც, რომ მატჩში სერენა უილიამსმა 11 ეისი ჩააგდო.

- არ მეყო სისწრაფე, სერენა შეუდარებელი იყო და შანსი არ დამიტოვა. ბევრჯერ ვეცადე სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ უილიამსი ჩემზე ძლიერია, - აღიარა ვესნინამ.

მეორე ნახევარფინალში გერმანელი ანჟელიკ კერბერი სერიენას დას, ვენუსს დაუპირისპირდა და დებს ფინალში შეხვედრის იმედი მოუსპო. გერმანულ ქალაქ ვერდერის მკვიდრმა კერბერმა ორ სეტში, ერთნაირი ანგარიშით, 6:4 დაამარცხა ვენუს უილიამსი. მატჩი საათსა და 12 წუთს გაგრძელდა.

ერთეულებში ქალთა შორის ფინალი 9 მაისს გაიმართება.

***
სერენასთან შეწყვილებულ ვენუსს ჩემპიონობის შანსი ქალთა წყვილებში შერჩა. მათ მეოთხედფინალში რუსული დუეტი, მაკაროვა და ვესნინა დაამარცხეს. ოღონდ, ამჯერად ნახევარფინალში გასასვლელად სამი სეტი დასჭირდათ, სადაც გორგესისა და პლისკოვას წყვილს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცების საჩოგბურთო ტურნირები უფრო მეტად მომგებიანია ქალების ტურნირებზე ფინანსური თვალსაზრისისით. უფრო მეტი ადამიანი ადევნებს თვალს, უფრო მეტი შემოსავალი მოაქვთ და ამიტომ საპრიზო ფონდიც მაღალია. გენდერული დისბალანსი არაფერ შუაში არ არის აქ. საბავშვო ტურნირებში გამარჯვებულს რომ ბევრად პატარა პრიზებს აძლევენ რა ეს ბავშვთა დისკრიმინაცია არის? :) მამაკაცი მოდელები ქალ მოდელებზე ნაკლებს რომ გამოიმუშავებენ საშუალოდ ესეც გენდერული ბალანსის დარღვევაა მაშინ :)
დიტო
13:52 08-07-2016
0
ითამაშეთ ხუთი სეტი თქვენც და მერე გქონდეთ ანაზღაურებაზე პრეტენზიები
Papa
15:46 08-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული