ენდი მარეის ნოვაკ ჯოკოვიჩის გასწრება მოუნდა

AutoSharing Option
უიმბლდონის მოგების შემდეგ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს AთP-ს რეიტინგში გადაასწროს. შეგახსენებთ, რომ მარეიმ უიმბლდონის ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა კანადელი მილან რაონიჩი - 6:4, 7:6, 7:6, რეიტინგში კი მეორეა.

- ძალიან მინდა მსოფლიოს პირველი ჩოგნობა, თუმცა ამის მიღწევა არცთუ ისე იოლია, რადგან ნოვაკ ჯოკოვიჩი ძალიან სტაბილური ჩოგბურთელია. ამ ეტაპზე მთავრია ჩამორჩენის შემცირება, საამისოდ კი აუცილებელია მომდევნო რამდენიმე თვეც ისევე შედეგიანად ჩავატარო, როგორც ეს თვე. ძალიან ბევრი შრომა მომიწევს, მაგრამ მსოფლიოში ამაზე მძიმე სამუშაოც არსებობს.

მარეიმ
აღიარა, რომ სიამოვნებით დადის ვარჯიშებზე, არც სატრენაჟორო დარბაზში მისვლა დაზარებია ოდესმე, თუმცა არის ერთი რამ, რასაც ვერ იტანს:

- ტელეკამერების დანახვა ჩემთვის დიდი სტრესია. მხოლოდ ეს არ მომწონს. მიყვარს მოგზაურობა, ახალი ქალაქებისა და ქვეყნების მონახულება. საჩოგბურთო მატჩებიც დიდი დატვირთვაა, მაგრამ სიამოვნებას მანიჭებს, - აღნიშნა ენდი მარეიმ BBC-სთან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული