დღის პირველ მატჩში გიორგი ცივაძე სტუმართა ლიდერ ბენჯამინ ლოკს დაუპირისპირდა და ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 6:3, 0:6, 5:7, 7:6 (7:2), 4:6 დამარცხდა.
საერთო ანგარიშის გათანაბრება საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო, რომელმაც მარკ ფინს იოლად სძლია 6:3, 6:3, 6:2.
დღეს, 16 ივლისს, "მზიურის" კორტებზე წყვილები ითამაშებენ - 15:00 სთ-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნოდარ ითონიშვილი ბენჟამინ ლოკი-კორტნი ჯონ ლოკის
შეგახსენებთ, რომ წელს მარტში ჩვენი ნაკრები დანიელებთან დამარცხდა და ახლა, ზიმბაბველების მსგავსად, ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
საქართველოს ნაკრები:
ნიკოლოზ ბასილაშვილი (121), გიორგი ცივაძე (1020), გიორგი ჯავახიშვილი (1493), ნოდარ ითონიშვილი, კაპიტანი დავით კვერნაძე).