თურქეთში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობასა და შეტაკებებს, არსებული ინფორმაციით, 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1400-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.
დღეს, 16 ივლისს, სოფიო შაფათავა ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალში სერბ ნინა სტოიანოვიჩს უნდა დაპირისპირებოდა. მოგვიანებით სოფიოს, ეკატერინე გორგოძესთან ერთად, წყვილების ფინალში ანგულ ამანმურადოვა(უზბ)-ნათელა ძალამიძის(რუს) დუეტთან უნდა ეთამაშა.
"ე.ი. თვალსა და ხელს შუა ამეწაპნა. ჯერ არ ვიცი, საერთოდ თუ მათამაშებენ ნახევარფინალს... პარის ფინალიც შეკითხვის ქვეშაა...
"შოკში ვარ!", - ასე ეხმაურება გორგოძე მოვლენებს.