კიდევ კარგი, ყავას და ჩაის გვაძლევენ უფასოდ, - შაფათავა და გორგოძე თურქეთში არიან

AutoSharing Option
ქართველ ჩოგბურთელებს სოფიო შაფათავასა და ეკატერინე გორგოძეს, რომლებიც თურქეთის ქალაქ ბურსაში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პრობლემები შეექმნათ.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობასა და შეტაკებებს, არსებული ინფორმაციით, 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1400-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

დღეს, 16 ივლისს, სოფიო შაფათავა ერთეულთა ტურნირის ნახევარფინალში სერბ ნინა სტოიანოვიჩს უნდა დაპირისპირებოდა. მოგვიანებით სოფიოს, ეკატერინე გორგოძესთან ერთად, წყვილების ფინალში ანგულ ამანმურადოვა(უზბ)-ნათელა ძალამიძის(რუს) დუეტთან უნდა ეთამაშა.

"ე.ი. თვალსა და ხელს შუა ამეწაპნა. ჯერ არ ვიცი, საერთოდ თუ მათამაშებენ ნახევარფინალს... პარის ფინალიც შეკითხვის ქვეშაა...
უკვე ჩამიფლავდა ფრენა ამერიკაში და არ ვიცი... მამაჩემი ძლივს ჩამოვიყვანე შეჯიბრზე და ჰა... человек предполагает-бог располагает!!! რა ვიცი, კიდევ კარგი ყავას და ჩაის გვაძლევენ უფასოდ :)))", - დაწერა შაფათავამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

"შოკში ვარ!", - ასე ეხმაურება გორგოძე მოვლენებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი თქვენი ჩოგბურთელობა რა ვთქვი კიდევ რა
itakli
23:45 16-07-2016
0
Бог დიდი ასოთი უნდა იწერებოდეს...
სიმართლის მოყვარული
09:37 17-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული