ამით საქართველოს ნაკრებმა დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.
ტურნირი კვირას, 17 ივლისს, ორი მატჩით დასრულდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბენჟამინ ლოკს ანგარიშით 6:3, 6:4, 6:2 მოუგო, ხოლო გიორგი ცივაძემ მარკ ფინს აჯობა - 6:3, 7:5, 6:3.