მისი მეტოქე ტურნირის მე-6 ნომრად განთესილი სერბი დუშან ლაიოვიჩი (83) იყო. ჩვენებურმა ძალზე იოლად, 6:3, 6:1 გაიმარჯვა და ტურნირის ფინალში გავიდა.
ბასილაშვილი ATP-ის ტურზე პირველად თამაშობდა ნახევარფინალში. შესაბამისად, მისთვის ფინალიც პირველია კარიერაში.
ფინალში ქართველის მეტოქე ან მე-4 ნომრად განთესილი იტალიელი პაულო ლორენცი (48) იქნება, ან მისი მეტოქე მასპინძელი გერალდ მელცერი (107).
ფინალში გასვლისთვის ჩვენებურმა 43,4 ათასი ევრო და 150 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.