ნიკოლოზ ბასილაშვილი კიტცბუელის ტურნირის ფინალშია!

AutoSharing Option
დღეს, ავსტრიულ კიტცბუელში ATP-ის 250-იან ტურნირზე ნახევარფინალური მატჩი გამართა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

მისი მეტოქე ტურნირის მე-6 ნომრად განთესილი სერბი დუშან ლაიოვიჩი (83) იყო. ჩვენებურმა ძალზე იოლად, 6:3, 6:1 გაიმარჯვა და ტურნირის ფინალში გავიდა.

ბასილაშვილი ATP-ის ტურზე პირველად თამაშობდა ნახევარფინალში. შესაბამისად, მისთვის ფინალიც პირველია კარიერაში.

ფინალში ქართველის მეტოქე ან მე-4 ნომრად განთესილი იტალიელი პაულო ლორენცი (48) იქნება, ან მისი მეტოქე მასპინძელი გერალდ მელცერი (107).

ფინალში გასვლისთვის ჩვენებურმა 43,4 ათასი ევრო და 150 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომაც არა... ოლიმპიადებზე ძალიან ხშირადაა სენსაციები... თუ თამაში წაუვიდა, არავინ იცის, რა მოხდება... ჩვენ ვუსურვოთ ბრინჯაო... რა არის ამაში ცუდი?!
კობა
14:55 23-07-2016
0
რა ბრინჯაო ღადაობ? :D
912-s
20:07 22-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული