ნიკოლოზ ბასილაშვილმა პრაღის ჩელენჯერის პირველი ბარიერი დაძლია

AutoSharing Option
წარმატებული კვირის მერე, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც ATP-ის ტურის ფინალში გავიდა, ჩვენებურმა პრაღის (ჩეხეთი) ჩელენჯერზე გადაინაცვლა.

პრაღაში მსოფლიოს 112-ე ჩოგანი ტურნირის მესამე ნომრად არის განთესილი. დღეს მან პირველ წრეში ესპანელი ხორდი სამპერ მონტანა (205) დაამარცხა - 7:6 (7:3), 7:5. ბრძოლამ 2 საათსა და 13 წუთს გასტანა.

მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბრაზილიელი ანდრე გემია (254).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული