პირველი სეტის პირველი ათი გეიმი თანაბარი თამაში იყო. და 5:5-ზე ჯოკოვიჩმა შეძლო მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტის გამოყენება, რის შემდეგაც სეტზე წარმატებით ჩააწოდა.
მიულერმა მეორე სეტშიც გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ პირველი ბრეიკი მაინც ჯოკოვიჩმა შეასრულა და 5:4-ზე მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. აქ კი, მოულოდნელად, მიულერმა უკუბრეიკი შეასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ლუქსემბურგელმა მინი-ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 3:1, თუმცა ბოლო
მარეის, ნადალისა და ფედერერის არყოფნაში, ტორონტოში ჯოკოვიჩის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება კეი ნიშიკორი, რომელმაც ამერიკელი დენის ნოვიკოვი ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 7:5.
იაპონელმა პირველ ოთხ გეიმში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო და 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ნოვიკოვმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. მაგრამ ამერიკელმა შთამბეჭდავი ქამბექი ბოლომდე ვერ მიიყვანა და მომდევნო გეიმში საკუთარი მოწოდების წაგებით, სეტი მეტოქეს გადააბარა.
ნოვიკოვმა მეორე სეტშიც კარგად იბრძოლა, 5:4-ზე ნიშიკორის მატჩზე არ ჩააწოდებინა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და იაპონელმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.
მეოთხედფინალში გადასასვლელად, ნიშიკორი ამერიკელ რაჯივ რამს შეხვდება, რომელმაც მე-13 ნომრად განთესილ ლუკა პუის მოუგო - 6:4, 7:6(4). რამმა ორი მატჩბოლი გაანიავა 5:4-ზე, ვერ ჩააწოდა მატჩზე 6:5-ზე, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც შეძლო მოგება.
განთესილთაგან ასევე გამოეთიშა ბრძოლას ჯონ ისნერი, რომელიც თანამემამულე რაიან ჰარისონთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა შეძლო ოთხივე ბრეიკ-პოინტის მოგერიება, თავად კი მესამე სეტში შეასრულა ერთადერთი ბრეიკი - 7:6(3), 6:7(4), 6:4.
ხორვატულ მეთექვსმეტედფინალში ივო კარლოვიჩმა მარინ ჩილიჩს მოუგო - 6:4, 7:6(3). ვეტერანმა პირველ სეტში ადრეული ბრეიკი გააკეთა და 2:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც, საპასუხო ბრეიკის შანსი არ მისცა მოწინააღმდეგეს - მხოლოდ ოთხი ქულა წააგო თავის გეიმებში. მეორე სეტში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა, სამაგიეროდ, კარლოვიჩმა ტაი-ბრეიკზე ბოლო ექვსი ქულიდან ხუთი აიღო და მერვედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვზე გავიდა. ივოს ფანტასტიკური ზაფხული აქვს - ბოლო ორ თვეში მან მე-11 მატჩი ჩაატარა და მეათე მოიგო.
უიმბლდონის ფინალის შემდეგ, პირველად ვიხილეთ კორტზე მილოშ რაონიჩი, რომელსაც პრობლემები არ შექმნია იენ-ჰსუნ ლუსთან მატჩში - 6:3, 6:3. კანადელმა პირველ მოწოდებაზე ქულების 80 პროცენტი აიღო და საათსა და ექვს წუთში მოამთავრა საქმე. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იქნება.
გასულ კვირას ვაშინგტონის ტურნირის მომგებმა გაელ მონფილსმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიმარჯვა. ფრანგს პირველ სეტში გაუჭირდა ვასეკ პოსპიშილის წინააღმდეგ - კანადელს ტაი-ბრეიკში 6:5-ზე სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ეს რეალური შანსი ვერ გამოიყენა და მეორე სეტში "მშრალი" ანგარიშით განადგურდა.
1/16 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მიულერი (ლუქ) 7:5, 7:6(3)
ვავრინკა (შვეიც, 2)-იუჟნი 7:6(3), 7:6(8)
ნიშიკორი (იაპ, 3)-ნოვიკოვი (აშშ) 6:4, 7:5
რაონიჩი (კან, 4)-ლუ (ტაივ) 6:3, 6:3
ბერდიხი (ჩეხ, 5)-ჩორიჩი (ხორ) 4:6, 6:1, 6:4
ანდერსონი (ს. აფრ)-ტიმი (ავსტრია) 4:1 უარი
გოფენი (ბელ, 7)-კუერი 6:4, 2:1 უარი
კარლოვიჩი (ხორ)-ჩილიჩი (ხორ, 8) 6:4, 7:6(3)
ჰარისონი (აშშ)-ჯონ ისნერი (აშშ, 9) 7:6(3), 6:7(4), 6:4
მონფილსი (საფ, 10)-პოსპიშილი (კან) 7:6(6), 6:0
ტომიჩი (ავსტრა, 12)-დიეზი (კან) 6:3, 7:6(4)
რამი (აშშ)-პუიე (საფ, 13) 6:4, 7:6(5)
სოკი (აშშ, 16)-იანგი (აშშ) 6:4, 6:3
დიმიტროვი (ბულ)-შაპოვალოვი (კან) 6:4, 6:3
დონალდსონი (აშშ)-ფონინი (იტა) 6:3, 3:6, 6:3
შტეპანეკი (ჩეხ)-პოლანსკი (კან) 7:6(5), 6:4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"