შეგახსენებთ, რომ ბოლო დაზიანება ნადალმა ივნისში, როლან გაროსზე მიიღო. მას შემდეგ, ესპანელს არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
უფრო ადრე, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და მისმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ რაფაელი აუცილებლად ითამაშებს ოლიმპიადაზე, თან რიოს თამაშების გახსნის ცერემონიაზე ესპანეთის ნაკრების მედროშე იქნება.
თუმცა, გუშინ, სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნადალმა განაცხადა, რომ მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ
"გარკვეული ხანი ვივარჯიშებ რიო-დე-ჟანეიროში და შევაფასებ ჩემს მდგომარეობას. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ამასთან, გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემი კონდიციები არ იქნება ოპტიმალური, რადგან ორი თვეზე მეტია არ მითამაშია და ბევრსაც ვერ ვვარჯიშობ", - ამბობს მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი.
დავამატებთ, რომ ესპანელი 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"