მარია შარაპოვას დისკვალიფიკაციას უნახევრებენ?

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას დისკვალიფიკაციას ერთ წლამდე შეამცირებენ, მაგრამ ის გამოტოვებს ავსტრალიის ღია პირველობას. ამის შესახებ, ოფიციალურად სექტემბერში გამოცხადდება.

"შარაპოვას სასჯელის ვადა ერთ წლამდე უნდა შეამცირონ. თუ ეს ასე მოხდა, იანვარში ის მაინც ვერ მოასწრებს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს", - განაცხადა წყარომ, რომელიც ახლოს არის აღნიშნულ სიტუაციასთან.

ამ მომენტისთვის, რუსი ორწლიან დისკვალიფიკაციას იხდის აკრძალული პრეპარატის - მელდონიუმის გამოყენებისთვის. სასჯელის ვადის ათვლა 2016 წლის 26 იანვრიდან იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული