კორტებს დოლიძე და გოგონათა წყვილი შემორჩა

AutoSharing Option
ჩეხურ პლზენსა და მოსკოვში დაიწყო 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა ევროპის პირველობები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის 328 წარმომადგენელი (ორივე ასაკში) მონაწილეობს. მედლებისთვის ბრძოლაში რვა ქართველი ჩოგბურთელიც ჩაება. ჩვენებურთაგან განსაკუთრებით სუსტად 14-წლიანებმა იასპარეზეს. ამ ასაკში სხვა შეხვედრებთან შედარებით, თუ შეიძლბა ითქვას, ერთადერთი გამონათება გოგონათა დუეტის თამაში იყო. მართალია, ირინე ყარანგოზიშვილი და ლიზა ნადიბაიძე სტარტზევე დამარცხდნენ, მაგრამ ორივე სეტი მათ დაძაბულ პაექრობაში წააგეს (6:7, 4:6) თურქებთან _ ბუსპა კაირუნთან და იპეკ სოილუსთან. რაც შეეხება პირველი წრის დანარჩენ დაპირისპირებას, ჩვენებურებმა ისინი იოლად დათმეს, რაზეც
შედეგებიც მეტყველებს:

როკ კრიჟაი (სლოვენია)-შოთა მეფარიძე 6:1, 6:2, მერთ ადანალი (თურქეთი)-ალექსანდრე ბაკში 6:1, 6:2, ივა პრიმორაცი (ხორვატია)-ირინე ყარანგოზიშვილი 6:2, 6:1, ალისე კედი (დიდი ბრიტანეთი)-ლიზა ნადიბაიძე 6:1, 6:3, პეტარ კონკიჩი, ოგნიენ სანიევარიჩი (სერბეთი)-ალექსანდრე ბაკში, შოთა მეფარიძე 6:4, 6:2.

16-წლიანებში კარგი სტარტი აიღო ნიკა დოლიძემ, რომელმაც პირველ წრეში ტურნირზე მე-16 ნომრად განთესილ ბერძენ მარკოს კალოველონისს დააყრევინა ფარ-ხმალი _ 6:4, 6:3. სამწუხაროდ, წააგო მე-12 ნომრად განთესილმა მიხეილ ხმიადაშვილმა _ 4:6, 6:7. მას რუსმა მაქსიმ ლუნკინმა აჯობა. ნაადრევად დატოვა სარბიელი ანი გოგვაძემ. იგი ნორვეგიელ ჰედა ოდეგაარდს დანებდა _ 1:6, 5:7. წააგო ბარბარე ერისთავმაც. პირველივე შეხვედრა მან იტალიელ სილვია ალბანოსთან დათმო - 4:6, 3:6. სამაგიეროდ, გოგვაძისა და ერისთავის დუეტმა ოდეგაარდისა და იოანა-ნენა სავას (კვიპროსი) ინტერნაციონალურ წყვილზე იყარა ჯავრი - 3:6, 6:2, 10:5. ვაჟებში მათიას კალომ და ჰერკო პოლანენმა (ფინეთი) დოლიძე და ხმიადაშვილი დაამარცხეს - 6:3, 6:3.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული